ფრაქცია „მრეწველების“ წევრი ზურაბ ტყემალაძე ირწმუნება, რომ გოგი თოფაძის გადაწყვეტილება კოალიციის წევრებისთვის სიურპრიზი იქნება.
როგორც ჟურნალისტებს ტყემალაძემ განუცხადა, პარლამენტიდან თოფაძის წასვლა არავის მოთხოვნა არ ყოფილა.
მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება მასსა და თოფაძეს შორის იქნა მიღწეული.
„თოფაძის ანალოგიური გადაწყვეტილება წინა მოწვევის პარლამენტში აქვს მიღებული, როცა მისთვის მიუღებელი გარემო შეიქმნა. მან მაშინაც განცხადება დაწერა და წავიდა. ის საკმაოდ გამოცდილი, წესიერი და პრინციპული ადამიანია. როგორც საკუთარ განცხადებაში წერს, მას არ სურს გარკვეული დისონანსის მომტანი გახდეს და ამიტომ საპარლამენტო მანდატის დატოვებას ფიქრობს, თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებს, რაც ჩათვლის, რომ ცოცხალ მიკროორგანიზმებთან დაკავშირებული კანონის მიღებასთან და საქართველოს თავისუფალ ზონად გამოცხადებასთან დაკავშირებით ფუნქცია შეასრულა“, - აცხადებს ტყემალაძემ.
გოგი თოფაძემ პარლამენტის დატოვების გადაწყვეტილება დღეს მიიღო.