პრეზიდენტის ადმინსტრაციაშიკონსტიტუციური წესრიგისა და სამოქალაქო სტაბილურობის დასაცავად შეხვედრა დაიწყო.
ავლაბრის რეზიდენციაში იმყოფებიან არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებიც. მათ შეხვედრის დაწყებამდე განცხადებები გააკეთეს.
"ეს განცხადება იყო დროული, მეტიც მსგავსი მდგომარეობის შექმნის დროს მისი ვალდებულებაა ჩაერთოს აქტიურად პროცესში. ის რომ სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხე არსებობს, აქედან კონსტიტუციო წესრიგის რღვევამდე ერთი ნაბიჯია ეს იყო დროული და კონსტრუქციული. მთავრობა და პარლამენტი უარს ამბობენ ყველა ტიპის კონსულტაციაზე,"- აცხადებს ახალი მემარჯვენეების წარმომადგენელი მამუკა კაციტაძე.