პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ვერ ხვდება, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება ძალადობისკენ მოწოდება რა კუთხით არის.
როგორც ჟურნალისტებს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადების შეფასებასთან დაკავშირებით სესიაშვილმა განუცხადა, ვისაც წამებასა და არადამიურ მოპყრობაზე პასუხისმგებლობა უნდა ჰქონოდათ, ბოდიში არ მოუხდიათ.
,,იმ ადამინებს ქვეყნის წინაშე ბოდიში არ მოუხდიათ, ვისაც წამებასა და არადამიურ მოპყრობაზე პასუხისმგებლობა უნდა ჰქონოდათ. პრემიერმა სწორედ ამაზე ისაუბრა“, - აცხადებს სესიაშვილი.
მისი თქმით, ყველას ვისაც კი ინტერესი აქვს, ვითარების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება უნდა და გარკვეულ ძალებს ქვეყანაში დაძაბულობის შექმნის მიზანი აქვთ.
„ეს არც ქვეყანას და არც ხელისუფლებლებას არ აწყობს. ყველა ძალამ, რომელსაც ამ ვითარების გამოყენება ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის და დაძაბულობის შექმნისთვის სურს, პასუხი უნდა აგოს. ვინც შექმნილ ვითარებაში ჩართულია, ყველას პირდაპირ თუ არაპირდაპირ იმის ინტერესი აქვს, რომ ხელისუფლება დაასუსტოს. მიუხედავად იმისა, რომ სარჩელის შინაარსი და დავის არსი კარგად იცის, ყველა ხელისუფლებისაკენ ხელს იშვერს, რადგან მათ ეს აწყობთ. მათი ლოგიკით, თუკი ხელისუფლება დასუსტდება, ისინი ვიწრო პოლიტიკური ინტერესების რეალიზებას შეძლებენ“, - განაცხადა სესიაშვილმა.