დღეს, 30 ოქტომბერს, 13:00 საათზე, "ავერსის კლინიკაში~ (ვაჟა ფშაველას 27 ბ) ოფთალმოლოგი გიორგი პეტრიაშვილი ჩაატარებს უნიკალურ ოპერაციას. მოხდება ასტიგმატიზმის მაკორეგირებელი "ტორიული~ ბროლის იმპლანტაცია.
მსგავსი ოპერაცია საქართველოში პირველად ტარდება. ოპერაციის მეთვალყურეობა შეუძლია ყველა მსურველს ონლაინრეჟიმში.
"ტორიული~ ბროლი არის ამერიკული კომპანია "ალკონის~ მიერ წარმოებული პროდუქტი, რომელიც მთელს მსოფლიოში ასტიგმატიზმის კორექციისთვის წარმატებით გამოიყენება.
ოპერაციის ონლაინრეჟიმში მსველობას დაესწრება ავერსის კლინიკის გენერალური დირექტორი დიმიტრი ჯორბენაძე.