4 ნოემბერს, 18:00 საათზე, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, თბილისის ისტორიის მუზეუმში (ქარვასლა), წარმოდგენილი იქნება თანამედროვე რუსული, უკრაინული, ქართული, ბელორუსული, ყაზახური, ყირგიზული, უზბეკური და გერმანული ფოტოგრაფია და ვიდეოხელოვნება სახელწოდებით "1989-2009: ცვალებადი სამყარო - დროის ანარეკლი".
გამოფენა აღმოსავლეთ ევროპისა და შუა აზიის რეგიონის გოეთეს ინსტიტუტების ორგანიზებით ეწყობა. გამოფენა ნაჩვენები იქნება ბერლინში, მოსკოვში, კიევში, მინსკში, თბილისში, ტაშკენტში, ალმა-ატაში, ბიშკეკში, სანკტპეტერბურგში და ნოვოსიბირსკში. გამოფენის მთავარი კურატორი მონაწილე ქვეყნების კურატორებთან თანამშრომლობით
იულე როიტერია.
გამოფენის თემაა გერმანელი და ყოფილი საბჭოთა ქვეყნების ხელოვანების მიერ 1989 წელს, ბერლინის კედლის დანგრევის შემდეგ მომხდარი ცვლილებების აღქმა და ასახვა. გამოფენის ყურადღების ცენტრშია ხელოვანების მიერ გადმოცემული "ცვალებადი დრო" და კომპლექსურ თემატიკასთან მათი ემპირიულად მიახლოვების მცდელობა.
გამოფენა 30 ნოემბრამდე გასტანს.