ადამიანის ტვინი დღის განმავლობაში სხვადასხვანაირად რეაგირებს საჭმელზე. ღამით ის ცუდად აკონტროლებს შიმშილის გრძნობას.
ამერიკელმა ნეიროფიზიოლოგებმა გამოარკვიეს, თუ რატომ ილტვის ადამიანი ღამით მაცივარში არსებული საჭმლისკენ, რასაც ზედმეტად დანაყრება მოჰყვება.
როგორც აღმოჩნდა, დროის ბნელ მონაკვეთში ტვინი უარესად აკონტროლებს შიმშილის გრძნობას და კიდევ უფრო ნაკლებ სიამოვნებას განიცდის ჭამის პროცესისგან ან საერთოდ მისი ყურებით, ვიდრე დილით და დღისით.
”იმისთვის,რომ თავი დაკმაყოფილებულად ვიგრძნოთ, გვიწევს ბევრი ვჭამოთ”, -განაცხადა ამერიკული უნივერსიტეტის თანამშრომელმა ბრიგამა იანგა ტრევის მასტერსონმა
მასტერსონის და მისი კოლეგების კვლევებში მონაწილეობა მიიღო რამდენიმე ასეულმა მოხალისემ. მათ წინ იდგა საკმაოდ მარტივი დავალება - ეცქირათ საჭმლის ფოტო სურათებისთვის დილით და საღამოს. ამ მომენტში მეცნიერები აკვირდებოდნენ ექსპერიმენტში მონაწილეთა ტვინის მუშაობას.
დილით ტვინის რეაქცია საკვებზე მნიშვნელოვნად ძლიერია, ვიდრე საღამოს და ღამე. საინტერესოა, რომ მოცემული კანონზომიერება ფიქსირდებოდა მიუხედავად იმისა, თუ რას ხედავდნენ კვლევის მონაწილეები - მაღალკალორიულ საკვებს თუ შედარებით დაბალი კალორიის შემცველს.
ადრე დიეტოლოგებმა გამოარკვიეს, რომ მამაკაცები გაცილებით სწრაფად კარგავენ წონას, ვიდრე ქალები. გარდა ამისა, ასაკთან ერთად მშვენიერი სქესის წარმომადგენლებს უძნელდებათ წონის დაკარგვა იმ მიზეზით, რომ მათი კუნთოვანი მასა 40 წლის ასაკის შემდეგ დაახლოებით 10%-ით მცირდება.