საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივისა და რეჟისორ გიორგი კაკაბაძის მიერ გადაღებული ფილმის `საბჭოთა საქართველო" პრემიერა დღეს 20:00 საათზე კინოს სახლში შედგება.
დოკუმენტური ფილმი `საბჭოთა საქართველო~, რომლის ხანგრძლივობა 75 წუთია, შექმნილია საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული ვიზუალური და წერილობითი ისტორიული დოკუმენტების საფუძველზე. ამასთან, ფილმი შეიცავს დადგმულ სცენებს და მხატვრულ სადიქტორო ტექსტს.
`საბჭოთა საქართველო~ ქრონოლოგიური თანმიმდევრობით აღწერს სამოცდაათწლიან საბჭოთა ცხოვრებასა და ამ პერიოდის მნიშვნელოვანი მოვლენებს, როგორც საქართველოში, ისე, ზოგადად, საბჭოთა კავშირში. აქცენტი გადატანილია ქართული საზოგადოების ყოფაზე ტოტალიტარული რეჟიმის პირობებში.
ფილმზე მუშაობა 2009 წლის იანვრიდან დაიწყო და 2009 წლის აგვისტოში დასრულდა. ფილმს უკვე მიღებული აქვს კიევის საერთაშორისო მართლმადიდებლური ფილმების ფესტივალის `Покров~ დიპლომი ისტორიული ფაქტის საუკეთესოდ გაშუქებისათვის.
ამ ეტაპზე არსებობს ფილმის ქართული და რუსული ვერსია, ხოლო ინგლისურ ვერსიაზე მიმდინარეობს მუშაობა.