"ერთ-ერთი პირველი ვიქნები ვინც ზურაბ გურიელიძეს დაიცავს,"-ეს განცხადება რამდენიმე წუთის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა.
მისი თქმით, ის რაც ბოლო დღეებში მოხდა დიდი ტრაგედიაა, რომელმაც ზოოპარკზე და ზურაბ გურიელიძეზეც გადაიარა.
”ეს, რაც დღეს მოხდა არის საშინელება, დიდი კატასტროფა, ვეფხვის თავდასხმის დროს დაიღუპა ერთი ადამიანი. პროკურატურამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რომ დაიწყო გამოძიება,"- აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.