ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე დისლოცირებულმა რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის მესაზღვრეებმა სოხუმის ცენტრში რუსეთის სასაზღვრო სამსახურის დაარსებიდან 97-ე წლისთავი აღნიშნეს.
,,მესაზღვრის დღე დიდი სახალხო დღესასწაულია. აფხაზეთის საზღვრის დაცვით ჩვენ აფხაზეთის მოძმე ხალხს და მათთან ერთად, ჩვენს მშობლიურ ქვეყანასაც ვიცავთ.
სხვა ქვეყნის საზღვრების დაცვა ჩვენ ორმაგ პასუხისმგებლობას გვაკისრებს.” - განუცხადა საზეიმო ღონისძიებაზე შეკრებილ აფხაზურ საზოგადოებას რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის აფხაზეთში განლაგებული სასაზღვრო ნაწილის უფროსმა დიმიტრი იუდინმა.
რუს მესაზღვრებს პროფესიული დღესასწაული ოკუპირებული აფხაზეთის პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ მიულოცა და აღნიშნა, რომ ისინი არიან ნამდვილი მეგობრები და წინა ხაზზე როგორც აფხაზეთის, ისე რუსეთის უსაფრთხოებას იცავენ.
,,ჩვენ დღეს რუსეთთან ისეთ ურთიერთობებს ვაშენებთ, რაც საშუალებას გვაძლევს, შევდგეთ, როგორც სახელმწიფო. ჩვენ ვამაყოფთ, რომ გვყავს ისეთი მოკავშირე, როგორიც რუსეთია.” - განაცხადა ხაჯიმბამ.