ოკუპირებული აფხაზეთის პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ სოხუმში ჩრდილო კავკასიის საკითხებში რუსეთის სახელმწიფო მინისტრი, ლევ კუზნეცოვი მიიღო.
ამის შესახებ ინფორმაციას ხაჯიმბას ოფიციალური ვებ-გვერდი აქვეყნებს.
შეხვედრის ფარგლებში ოკუპირებული აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების 2015-17 წლების საინვესტიციო პროგრამის მიმდინარეობა განიხილეს.
კუზნეცოვმა მანამდე საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული სოციალური და ენერგეტიკის სფეროს სხვადასხვა მშენებარე ობიექტი მოინახულა, შემდეგ კი, ხაჯიმბასთან გამართული შეხვედრისას სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.
,,ჩვენ პრემიერ-მინისტრ არტურ მექვაბიასთან მოვილაპარაკეთ, რომ იმ ობიქტების აშენებისა თუ რეკოსნტრუქციისთვის, რომელთა ამოქმედებაც მოსახლეობის ყოველდღიურობაზე დადებითად უნდა აისახოს, უფრო მკაცრ გრაფიკს დავაწესებთ.” - აღნიშნა კუზნეცოვმა.
თავის მხრივ, რაულ ხაჯიმბამაც აღნიშნა, რომ აფხაზეთი საინვესტიციო პროგრამის რეალიზებისთვის მზად არის, თუმცა სამუშაოების მიმდინარეობის მკაცრი კონტროლი აუცილებელია.