ე.წ. "საზღვრის” უკანონო გადაკვეთის ბრალდებით სხვადასხვა დროს დაკავებული 10 პირი გაათავისუფლეს. რუსეთის საოკუპაციო ძალების გადაწყვეტილების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო იტყობინება. უწყება გათავისუფლებულთა სისაც აქვეყნებს. ამ დროისთვის ცხინვალის იზოლატორში 8 პირი რჩება. 5 მათგანის დაკავება გუშინ მოხდა. ამის შესახებ გათავისუფლებულებმა განაცხადეს.