ოკუპირებულ სოხუმი და ცხინვალი 28 მაისს მესაზღვრეების დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებული საზეიმო ღონისძიებები უკვე გაიმართა ახალგორის, ზნაურის, ძაუს რაიონულ ცენტრებსა და სოფელ დმენისში, სადაც რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო ნაწილია განთავსებული.
სამხედროებთან ერთად ღონისძიებაზე ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის სასაზღვრო სამსხურების თანამშრომლები, რაიონების ხელმძღვანელები და ადგილობრივი მოსახლეობაც იყო მიწვეული.
ოკუპირებულ აფხაზეთში კი რუსი მესაზღვრის დღისადმი მიძღვნილი ზეიმი 28 მაისს გაიმართება.
ღონისძიება მიტინგით გაიხსნება, რომელშიც აფხაზეთში დისლოცირებული უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო დეპარტამენტის ჯარისკაცები და ადგილობრივი სამხედროები, ასევე აფხაზური საზოგადოების წევრები და მთავრობის წარმომადგენელები მიიღებენ მონაწილეობას.
მესაზღვრის დღისადმი მიძღვნილი ზეიმი სოხუმის სანაპიროზე სხვადასხვა ღონისძიებითა და კონცერტით დასრულდება.