რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო ნაწილის თანამშრომლებმა ოკუპირებულ აფხაზეთში საპატრულო კატარღებით საზღვაო კომუნიკაციებისა და სანაპირო ობიექტების დაცვაში სწავლება ჩაატარეს.
როგორც სამხედრო-სასაზღვრო ნაწილის პრეს-სამსახურის ხელმძღვანელი სერგეი აგნევი აცხადებს, წვრთნები ნაპირიდან და ზღვიდან მოსალოდნელი საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით ჩატარდა და სასაზღვრო დივიზიონის წინაშე დასახული ამოცანები ჯარისკაცებმა სამაგალითოდ შეასრულეს.
,,საზღვაო მესაზღვრეების გამოცდილი და კოორდინირებული მოქმედებების შედეგად, საპატრულო კატარღების გასვლა მკაცრად განსაზღვრულ დროში განხორციელდა და პირობითი მტრის ,,შემოტევა” ორგანიზებულად მოვიგერიეთ. საბოლოო მიზანი ყოველგვარი გართულების გარეშე იქნა მიღწეული.” - განაცხადა ოგნევმა.