ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით 55-ე სამუშაო შეხვედრა გაიმართება. შეხვედრაზე სოფელ ქარქუსაანთან დაკავებული გია სოლაშვილის გატაცების ფაქტი იქნება განხილული. ასევე განიხილავენ ბოლო ერთი თვის განმავლობაში საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას. საუბარი შეეხება ახალგორის რაიონის მცხოვრების, დავით ბაშარულის გარდაცვალებასთან დაკავშირებით რუსული ექსპერტიზის დასკვნის გადმოცემის საკითხსაც.