თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი მიიჩნევს, რომ ბოლო პერიოდში რუსი სამხედროების მიერ, საქართველოს მოქალაქეების გატაცების სტატისტიკა შემცირებულია. ამის შესახებ, ხიდაშელმა სოფელ გრემისხევიდან, საოკუპაციო ჯარების მიერ, საქართველოს მოქალაქის გატაცების ფაქტის კომენტირებისას განაცხდა.
,,დიდი იმედი მაქვს, რომ იმ სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკის ფარგლებში, რომელიც ქართულ მხარეს აქვს არჩეული, რაიმე განსაკუთრებულ გართულებებს ადგილი არ ექნება და ჩვენ მოვახერხებთ საბოლოო ჯამში, რომ ყველა ის პრობლემა, იქნება ეს ადამიანების გატაცება, მცოცავი ანექსია, პირობითი საზღვრის გადაწევა-გადმოწევასთან დაკავშირებული საკითხები თუ სხვა, ჩვენს პარტნიორებთან ერთად მშვიდობიანად, მოლაპარაკებების მაგიდასთან მოვაგვარებთ და ასეთი ინციდენტები მინიმალური გახდება. ყოველი ასეთი ფაქტი, რა თქმა უნდა, უკიდურესად აღმაშფოთებელი და ყურადღებამისაქცევია, მაგრამ სტატისტიკას თუ შევხედავთ, ასეთი ინციდენტების რაოდენობა მნიშვნელოვნად არის შემცირებული და ჩვენი ამოცანაც ეს გახლავთ", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
გრემისხევის თემიდან, სოფელ ქარქუსაანიდან 42 წლის გია სოლაშვილი სიდედრის დაკრძალვაზე, სასაფლაოდან გაიტაცეს. სასაფლაო ე.წ. საზღვართან მდებაორებს.
შინაგან საქმეთა სამინისტოს ინფორმაციით, სოლაშვილი ოკუპანტებმა დააკავეს საოკუპაციო ხაზის ე.წ. გადაკვეთისთვის. შსს-ს ანალიტიკურმა დეპარტამენტმა მის ხელთ არსებული ინფორმაცია ცხელი ხაზის მეშვეობით უკვე გადასცა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას და ელოდება დადასტურებას საოკუპაციო რეჟიმისგან.