აფხაზური საზოგადოება ოკუპირებული აფხაზეთის დედაქალაქში საცხოვრებელი ფართების მიღების მსურველთათვის ქართველების მიერ დატოვებული ბინების გადაცემას ითხოვს.
აფხაზმა ჟურნალისტებმა ქართველი მოსახლეობისგან დაცლილ სოხუმის ახალ რაიონში უპატრონოდ დარჩენილ საცხოვრებელ კორპუსებს ვიდეო გადაუღეს და ერთ-ერთ ვებ-გვერდზე განათავსეს, იმ მოტივით, რომ თუ მათი ხელისუფლების კეთილი ნება იქნება, სასურველია, ეს ბინები ახალგაზრდა აფხაზურ ოჯახებს გადაეცეთ.
მათი აზრით, უბინაო ოჯახების პრობლემა ოკუპირებულ აფხაზეთში ამ გზით ადვილად მოგვარდება.