,,ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” მიერ, საქართველოში ჩატარებული ბოლოდროინდელი კვლვების შედეგებს, ოკუპირებულ ტერიტოირიაზეც გამოეხმაურნენ.
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის პოლიტიკური წარმომადგენელის მურად ჯიოევის თქმით, არც საქართველოს ხელისუფლება და არც მისი დასავლელი პარტნიორები, თავად ქართველი ხალხის აზრით არ ინტერესდებიან, რომელთა გამოკითხვითაც დადგინდა, რომ ტერიტორიული მთლიანობის საკითხი მათი პრობლემების სამეულშიც ვერ მოხვდა.
ჯიოევმა, აღნიშნული საკითხი ევროსაბჭოს მიერ საქართველოს სასარგებლოდ გამოტანილი რეზოლუციის ჭრილში განიხილა და აღნიშნა, რომ თუ ევროპელები ქართველი ხალხის აზრით დაინტერესდებიან, შეუძლიათ, სულ სხვა დასკვნები გააკეთონ, ვიდრე ეს აღნიშნულ დოკუმენტშია დაფიქსირებული.
,,ხალხს უფრო მეტად უმუშევრობა, პროდუქტებზე ფასების ზრდა და სიღარიბე აღელვებს. იმათი რიცხვი, ვისაც ,,ტერიტორიული მთლიანობა” აინტერესებს, საქართველოში ყოველწლიურად მცირდება. სხვათაშორის, NDI-ის კვლევების თანახმად, გამოკითხულთა 31 % მხარს ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას უჭერს.როგორც ისტორიკოსმა, შემიძლია შეგახსენოთ, რომ საქართველოს ისტორიაში, ყველა დროის, ყველაზე დიდი ,,ევროპელი” სულხან-საბა ორბელიანი იყო, რომელმაც საბოლოო თავშესაფარი და განსასვენებელი მაინც რუსეთში ჰპოვა.” - აღნიშნა ჯიოევმა.