ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს სეპარატისტთა ლიდერის, ე. წ. აფხაზეთის პირველი პრეზიდენტის ვლადისლავ არძინბას 70 წლისთავს აღნიშნავენ.
მის საფლავზე, სოხუმის რაიონის სოფელ ქვემო ეშერაში, დილიდანვე შეიკრიბა ოკუპირებული აფხაზეთის მთავრობა და საზოგადოების წევრები, რომლებმაც თაიგულებით მიაგეს პატივი თავიანთი ლიდერის ხსოვნას.
რაულ ხაჯიმბას თქმით, ,,აფხაზეთის პირველი პრეზიდენტის“ პოლიტიკური გზა მისთვის ის მაგალითია, რომლიც იმ სირთულეებისა და პრობლემების გადაჭრაში ეხმარება, რომელთა წინაშეც დღეს თავად, როგორც ,,სახელმწიფოს მეთაური“ დგას.
ვლადისლავ არძინბა 1945 წლის 14 მაისს, სოხუმის რაიონის სოფელ ქვემო ეშერაში დაიბადა და ხანგრძლივი და მძიმე ავადმყოფობის შემდეგ 2010 წელს გარდაიცვალა.
მის იუბილესთან დაკავშირებით 2015 წელი ოკუპირებულ აფხაზეთში ,,არძინბას წლად“ გამოცხადდა.