ოკუპირებული აფხაზეთის პირველ პრეზიდენტის ვლადისლავ არძინბას, პირველი ბიუსტი დღეს ტყვარჩელში, საზეიმო ვითარებაში გახსნეს.
ცერემონიალს ვლადისლავ არძინბას ქვრივი სვეტლანა ჯერგენია, ოკუპირებული აფხაზეთის პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა, რუსეთის ელჩი სემიონ გრიგორიევი, აფხაზური საზოგადოების წევრები და მოსწავლე-ახალგაზრდობა ესწრებოდა.
შეგახსენებთ, ვლადისლავ არძინბას 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მიმდინარე 2015 წელი, ოკუპირებულ აფხაზეთში არძინბას წლად არის გამოცხადებული და მთელი წლის განმავლობაში მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი სხვადასხვა ღონისძიების ჩატარებაა დაგეგმილი.