აფხაზური მედიასაშუალებების ცნობით, წუხელ, გვიან ღამით, გულირიფშის რაიონის სოფელ დრანდაში თავდამსხმელმა ამ სოფლის მკვიდრი ძმები, ოლეგ და ემზარ გემუები ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა და ადგილიდან მიიმალა.
დაჭრილები აგუძერას ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანის, ემზარ გემუას ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, რომელსაც გულირიფშის რაიონის მილიცია იძიებს.
აფხაზ სამართალდამცავთა ვარაუდით, დანაშაულში ეჭვმიტანილია გულირიფშის სოფელ კაშტაკის მკვიდრი ჯონი ზარანდია, რომელზეც ოკუპირებულ აფხაზეთში ძებნა უკვე გამოცხდდა.