გარემოს დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს აუდიტის დასკვნის შემდეგ მიიღებს. ამის შესახებ, აგულაშვულმა სამინისტროში პირველ სამუშაო დღეს განაცხადა.
ახალი ხელმძღვანელი თანამშრომლებს დაპირდა, რომ საქმის კარგად ცოდნის შემთხვევაში ისინი თანამდებობებს არ დატოვებენ.
"პრობლემები, რომელიც დგას, არ არის მხოლოდ სამინისტროს და სამინისტროს თანამშრომლების გადასაწყვეტი. აუცილებელია, რომ საზოგადოება მაქსიმალურად იყოს ჩართული,” - განაცხადა გარემოს დაცვის ახლად დანიშნულმა მინისტრმა გიორგი აგულაშვილმა, რომელიც უწყებაში დღეს ყოფილ მინისტრთან, ელგუჯა ხოკრიშვილთან ერთად მივიდა.