უკრაინის თავდაცვის ძალებმა დონეცკის ოლქში, კრამატორსკის რაიონში მდებარე სოფელი სრედნე გაათავისუფლეს.
ამის შესახებ უკრაინულმა მონიტორინგის პროექტმა DeepState-მა განაცხადა. იუწყება უკრაინული მედია.
DeepState-ის ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა ასევე არ მისცეს რუსულ ძალებს ლიმანის რაიონში, შანდრიგოლოვოსთან წინსვლის შესაძლებლობა და მოწინააღმდეგე უკან დახიეს.
„უკრაინის თავდაცვის ძალებმა სრედნე გაათავისუფლეს და შანდრიგოლოვოს რაიონში მოწინააღმდეგე უკან დახიეს“, – ნათქვამია განცხადებაში.