დონალდ ტრამპ უმცროსმა დაადასტურა, რომ მისი ქორწილის შემდგომი წვეულება ვლადიმირ პუტინთან დაახლოებულმა რუსმა ოლიგარქმა დააფინანსა. ინფორმაციას NBC News ავრცელებს.
უმარ კრემლიოვმაა ბაჰამის კუნძულებზე გამართული ორდღიანი სადღესასწაულო ღონისძიებების ნაწილი დააფინანსა. მათ შორის იყო კერძო კუნძულის დაქირავება და ფოიერვერკის მოწყობა. გამოძიების თანახმად, ხარჯებმა რამდენიმე ასეულ ათას დოლარს მიაღწია.
ტრამპ უმცროსმა და მისმა მეუღლემ კრემლიოვი „ძვირფას მეგობრად“ მოიხსენიეს და განაცხადეს, რომ მისი მხრიდან ღონისძიებების დაფინანსება მათთვის საქორწინო საჩუქარი იყო. მათი თქმით, ამ ფაქტს პოლიტიკური მოტივი არ ჰქონია.
კრემლიოვი საერთაშორისო კრივის ასოციაციის პრეზიდენტია. მიმდინარე წლის აპრილში პუტინმა მას მეგობრობის ორდენი გადასცა, ხოლო მაისში, ტრამპ უმცროსის ქორწილამდე რამდენიმე დღით ადრე, კრემლიოვი პუტინთან ერთად ჩინეთში იმყოფებოდა.
ამასთან, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კრემლიოვს არ იცნობს და არ იცოდა, რომ მან მისი ვაჟის ქორწილის შემდგომი წვეულების ხარჯები დააფინანსა. პრეზიდენტის თქმით, კრემლიოვი ქორწილს, რომელიც სხვა ადგილას და სხვა დღეს გაიმართა, არ დაფინანსებია.