თინა ხიდაშელსა და გიგლა აგულაშვილს დეპუტატის უფლებამოსილება შუეწყდებათ. ამ საკითხზე მუშაობას კანონმდებლები დღეიდან დაიწყებენ. დეპუტატებისთვის უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტის თაობაზე დღეს საპროცედურო საკითხთა კომიტეტი იმსჯელებს, რის შემდეგაც დადგენილება ბიუროს გადაეცემა, ბიურო კი საკითხს განსახილველად უახლოეს პლენალურ სხდომაზე გაიტანს. ხიდაშელისა და აგულაშვილისათვის დეპუტატის მანდატის შესაჩერებლად 50 კანონმდებლის ხმაა საჭირო.