სამთავრობო ცვლილებებს კრიტიკულად აფასებენ ,,თავისუფალი დემოკრატები".
ეს დროებითი მოვლენაა და ლპობაშეპარულ მთავრობას ვერ გადაარჩენს. დღეს რაღაც შეფუთვა ხდება, ცდილობენ რომ კარგი სუნამოები ქვეშ მოაქციონ ეს პროცესები, ამას ყველაფერს ხრწნადი და ლპობის რეალობა აქვს-განაცხადა გადაცემა ,,პოსტკრიპტუმში" ზურა აბაშიძემ.
ნინო გოგუაძეს მიაჩნია, რომ მინისტრების სავარძლები ,,რესპუბლიკელებმა" მოითხოვეს და მიიღეს კიდეც ბიძინა ივანიშვილისგან.
,,თუმცა მე ძალიან გამიკვირდა, როდესაც საყდრისის კომისიის საკითხი დადგა მეორეჯერ ,,რესპუბლიკურმა პარტიამ", რომელსაც კულტურულ მემკვიდრეობაზე გული შესტკივა, სამართლიან პროცესებზე გული შესტკივა, გამოაცხადეს კიდეც, რომ მათთვის მნიშვნელოვანი იყო ამ კომისიის შექმნა, არც ერთმა ,,რესპუბლიკელმა" კომისიას მხარი არ დაუჭირა-განაცხადა გადაცემა ,,პოსტკრიპტუმის" ეთერში ნინო გოგუაძემ.
პ