,,რესპუბლიკური პარტია" კოალიცია ,,ქართული ოცნების" დამფუძნებელმა პარტიის ყრილობაზე შეაფასა, როგორც ნორმალური და სანდო პარტნიორი. პარტიამ კარგა ხნის წინ საზოგადოებას და პარლამენტს ოფიციალური დოკუმენტი მიაწოდა, სადაც აღნიშნული იყო, რომ კოალიცია ,,ქართულ ოცნებას" მოდერნიზაცია სჭირდება. დოკუმენტში ჩვენ თემები ჩამოვწერეთ, რომლის დიდი ნაწილი განხორცილების პროცესშია: პროკურატურის რეფორმა , შსს რეფორმა- სპეცსამსახურების გამოყოფა. ეს მხოლოდ ჩვენი იდეები არ არის. ეს არის ტემპების დაჩქარება, რაც საარჩევნო პროგრამაში გვეწერა. მთავრობაში სამი ,,რესპუბლიკელი" მინისტრია, საპარლამენტო თანამდებობები დატოვეს ჩვენმა წამყვანმა ფიგურებმა და მეტი პასუხსმგებლობა აიღეს აღმასრულებელ ხელისუფლებაში. ჩვენ ყველანაირად ხელს ვუწყობთ პარტნიორ პარტიებს და კოალიციური გზით არჩევნებისკენ წავალთ - განაცხადა,,იმედის კვირის" ეთერში დავით ბერძენიშვილმა.