აფხაზეთის რადიო დღეს 83 წლის იუბილეს აღნიშნავს.
რადიო ეთერში პირველად 1932 წლის 30 აპრილს გავიდა.
,,1932 წლის 30 აპრილი ეროვნული რადიოს ოფიციალური დაარსების დღედ ითვლება. რადიომ მაუწყებლობა აფხაზურ, ქართულ და რუსულ ენებზე დაიწყო და ეთერში ძირითადად საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემები გადიოდა. დაარსების დღიდან, მთელი მისი ისტორიის განმავლობაში, აფხაზეთის რადიოს ბედი სხვადსხვაგვარად წარიმართა. მის ცხოვრებაში იყო სასიხარულო და სამწუხარო ფაქტებიც.” - აღნიშნა აფხაზური რადიოს მთავარმა რედაქტორმა სუსანა საძბამ.
მისი განცხადებით, რადიოს ,,ოქროს ფონდში” შემონახულია აფხაზი საზოგადო მოღვაწეების ცოცხალი ხმები, როგორებიც იყვნენ: დიმიტრი გულია, ბაგრატ შინკუბა, ივანე თარბა და სხვები. მთავარი რედაქტორის თქმით, აფხაზეთის რადიოს დღეისთვის ისეთი თანამედროვე ტექნიკა, აღჭურვილობა და სტუდიები გააჩნია, რომ შეუძლია პირდაპირი ეთერის რეჟიმში იმუშაოს და მაყურებელთან ცოცხალი ურთიერთობა დაამყაროს.