ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება 2015-17 წლების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში, ხვალ, პირველ მაისს, ქალაქ კვაისაში, ახალი სკოლის მშენებლობას დაიწყებს.
ამის შესახებ სააქციო საზოგადოება ,,სტროი-ბიტ რემონტის” გენერალური დირექტორი ვლადიმირ გაზაევი იუწყება.
მისი თქმით, სკოლა 175 მოსწავლეზე იქნება გათვლილი.
,,ამ დროისთვის მიმდინარეობს ძველი სკოლის შენობის ტერიტორიის ნარჩენებისგან გასუფთავება. 1 მაისიდან კი ჩვენ ახალი სკოლის მშენებლობის დაწყებას ვგეგმავთ.” - განუცხადა გაზაევმა ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში მოქმედ ჟურნალისტებს და აღნიშნა, რომ მშენებლობაზე კვაისას მოსახლეობა მაქსიმალურად დასაქმდება.
სკოლის შენობის დასრულება მიმდინარე წლის ბოლოსთვის არის დაგეგმილი.