ოკუპირებულ აფხაზეთში განლაგებული რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო დეპარტამენტის ჯარისკაცები სოხუმის რაიონის სოფელ ქვემო ეშერაში სამხედრო წვრთნებს გადიან.
წვრთნები ძირითადად საცეცხლო მომზადებასა და მიზანში სროლას ითვალისწინებს.
სამეთაურო შტაბის განცხადებით, რუსმა სამხედროებმა საწყის, სასწავლო, სპეციალიზებულ და საკონტროლო სროლებში უნდა ივარჯიშონ.
წვრთნების მიმდინარეობისას, თითოეულმა ჯარისკაცმა მიზანში ასი მეტრის მანძილზე უნდა ისროლოს და მინიმუმ 80 ქულა უნდა აიღოს.
მათი მეთაურების თქმით, ასეთი მომზადება იმისთვისაა საჭირო, რომ თითოეული მესაზღვრე იარაღს კარგად ფლობდეს და საბრძოლო პრაქტიკაში მისი გამოყენება ეფექტურად შეძლოს.