გასული მარტის ბოლოდან დღემდე იემენში 944 ადამიანი დაიღუპა, 3 500 კი - დაიჭრა.
ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს.
ორგანიზაციის ცნობით, ეს მონაცემები მათ იემენის სამედიცინო დაწესებულებებიდან მიიღეს და საომარი მოქმედებების შედეგად დაღუპულთა რიცხვი, რეალურად, შეიძლება გაცილებით მეტი იყოს.
შეგახსენებთ, რომ არაბული ქვეყნების კოალიციამ, საუდის არაბეთის მეთაურობით იემენში ამბოხებულ ჰუსიტთა წინააღმდეგ შეიარაღებული ოპერაცია 26 მარტს წამოიწყო.
ბრძოლები აქამდე მიმდინარეობს.