ოკუპირებული აფხაზეთის პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარებს შეხვდა. მხარეებმა ევროპულ არენაზე გამართული მოლაპარაკებების მიმდინარეობაზე ისაუბრეს და ჰუმანიტარულ სფეროებში ოკუპირებული აფხაზეთისა და გაერო-ს თანამშრომლობაზე იმსჯელეს.
ჟენევის დისკუსიებში გაერო-ს სპციალური წარმომადგენლის ანტი ტურუნენის განცხადებით, ორგანიზაცია დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჟენევის მოლაპარაკებებს და მის ფარგლებში მომავალ შეხვედრებს ოპტიმიზმით უყურებს.
უცხოელმა დიპლომატებმა ხაჯიმბას კიდევ ერთხელ განუმარტეს, რომ გაერო მზადაა ოკუპირებულ აფხაზეთს ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებში დახმარება გაუწიოს და ამ მიმართულებებთან დაკავშირებული სხვა დეტალებს სწორედ ჟენევის დისკუსიების დროს განიხილავენ.
თავის მხრივ, რაულ ხაჯიმბამ აღნიშნა, რომ ჟენევის დისკუსიების ფორმატს ოკუპირებული აფხაზეთისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს და ამ მოლაპარაკებებისგან ის პრაქტიკულ შედეგებს ელოდება.
,,ქართულმა მხარემ უნდა გაიგოს, რომ პროცესები უკუქცევადია და წარსულის დაბრუნება არ მოხდება. საქართველომ შექმნილ რეალიებს თვალი უნდა გაუსწოროს.” - განაცხადა ხაჯიმბამ.
შეგახსენებთ, ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხებში ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდი 30 ივნისსა და 1 ივლისს გაიმართება.