ოკუპირებულ აფხაზეთში ,,სომეხთა გენოციდის” დღის აღნიშნვას 22 აპრილიდან დაიწყებენ.
სომეხი ეროვნების მოქალაქეებით დასახლებულ გულირიფშის რაიონის სოფელ ფშაფში 22 აპრილს ქვის ჯვარს - ჰაჩკარას გახსნიან, იმავე საღამოს კი სოხუმის ფილარმონიის შენობაში გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება.
23 აპრილს სოხუმის, ოვანეს თუმანიანის სახელობის №9 სომხურ სკოლაში ფოტოგამოფენა და სომეხი რჟისორის არტაკ ავდალიანის მიერ ერევანზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის ,,უფრო ძველი დედაქალაქი, ვიდრე რომის” ჩვენება მოეწყობა.
24 აპრილს, სომეხთა გენოციდის დღეს, ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ 34-ვე სკოლაში ხსოვნის გაკვეთილები ჩატარდება.
ამას გარდა, სოხუმსა და გაგრაში სხვადსხვა სახის ღონისძიებებია დაგეგმილი.