ოკუპირებული აფხაზეთის პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა 14 აპრილს, სამდღიანი ვიზიტით, რუსეთის დედაქალაქს ეწვია.
ოფიციალურ პირებთან ერთად აფხაზური დელეგაციის წევრებს შორის ოკუპირებული აფხაზეთის პირველი პრეზიდენტის ვლადისლავ არძინბას ქვრივი სვეტლანა ჯერგენიაც იმყოფება.
ისინი გუშინ მოსკოვის მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში ვლადისლავ არძინბასადმი მიძღვნილ შეხვედრას დაესწრნენ, სადაც რაულ ხაჯიმბამ არძინბას შესახებ ლექცია წაიკითხა.
შეხვედრის ორგანიზატორებმა რაულ ხაჯიმბას მოსკოვის მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭეს.