ოჩამჩირის რაიონის სოფელ ლაბრაში, მიწის დამუშავებისას ტანკსაწინააღმდეგო ნაღმზე ტრაქტორი აფეთქდა.
მასში ორი ადამიანი იმყოფებოდა, რომელთაგან ერთი, სოფელ კვიტოულის მკვიდრი დაურ აჩბა ადგილზე დაიღუპა, ტრაქტორის მძღოლი კი ამ დრომდე მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.
სოფელ ლაბრას ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, ნაღმი სავარუდოდ 1992-93 წლების კონფლიქტის დროინდელია და ის წლების განმავლობაში მიწით იყო დაფარული.
შეგახსენებთ, ოჩამჩირის რაიონის სოფელი ლაბრაზე ქართულ-რუსული შეიარაღებული კონფლიქტის დროს, 1992-93 წლებში ფრონტის ძირითადი ხაზი გადიოდა და ტერიტორია რამდენჯერმე იყო დანაღმული.