ოკუპირებული აფხაზეთის პრეზiდენტმა რაულ ხაჯიმბამ ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის ძალითაც ე. წ. მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები განხორციელდა.
ოკუპირებული აფხაზეთის ერთ-ერთ ვიცე-პრემიერად დიმიტრი სერიკოვი დაინიშნა.
მანამდე ის ,,აკვაფონის” გენერალური დირექტორის მოადგილის პოსტს იკავებდა.
ოკუპირებული აფხაზეთის ეკონომიკის მინისტრის თანამდებობა ადგურ არძინბამ დაიკავა, რომელიც მანამდე ხაჯიმბას ადმინისტრაციის ეკონომიკის დეპარტამენტის უფროსი იყო.
სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტი კი თემურ ეშბას ერგო.
ის 2011-დან 2014 წლამდე გულირიფშის რაიონის ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა.