ნეპოტიზმი შესაძლოა დასჯადი გახდეს. საჯარო სამსახურებში ნათესავებისა და ახლობლების დანიშვნის კრიმინალიზებას "საერთაშორისო გამჭვირვალობა" ითხოვს. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ მიუღია. საკითხის განხილვა მომავალი საკომიტეტო მოსმენისთვის გადაიდო. გედევან ფოფხაძე ფიქრობს, რომ ნეპოტიზმთან ბრძოლა მოქმედი კანონმდებლობითაც შეიძლება. უმრავლესობის წევრი ახალი კონონის მიღების აუცილებლობას ვერ ხედავს. არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ შემუშავებული კანონპროექტის მიხედვით, დაისჯება ის საჯარო მოხელე, რომელიც კონკურსის წესებს განზრახ დაარღვევს და შერჩევის კრიტერიუმებს კონკრეტულ ადამიანს მოარგებს.