ხვალ პარლამენტში მინდია ჯანელიძეს ელოდებიან. მინისტრი თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში მიმდინარე რეფორმებსა და პროექტებზე ისაუბრებს. მას შემდეგ, რაც მინისტრს მოუსმენენ, ნდობის ჯგუფი შეიკრიბება და თავდაცვის სამინისტროს მიერ განსახორციელებელ შესყიდვებზე იმსჯელებს.