ოკუპირებული აფხაზეთის უშიშროებისა და შსს-ს თანამსრომლებმა ერთობლივი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად ყაჩაღობაში ეჭვმიტანილი 5 პიროვნება და მათი ხელშემწყობები დააკევეს, რომელთა ვინაობა ჯერ-ჯერობით არ ხმაურდება.
აფხაზი სამართალდამცავების ცნობით, აღნიშნულმა პირებმა 2015 წლის 18 მარტს, საღამოს 21 საათზე ტყვარჩელის რაიონის სოფელ ოქუმში შედანიების ოჯახი დააყაჩაღეს. იგივე ჯგუფი, 22 მარტს, შუაღამისას ოჩამჩირის რაიონის სოფელ ჩხორთოლში ზუხბაიების ოჯახს დაესხა თავს.
ორივე ფაქტზე შესაბამის ორგანოებში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და გამოძიება გრძედება.
ოკუპირებული აფხაზეთის უშიშროების სამსახურის პრეს-ცენტრის განცხადებით, ერთ-ერთი დაკავებულის სახლის ჩხრეკისას ამოღებულია ორი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი AK-74 და საბრძოლო მასალა.