კორუფციასთან ბრძოლის მიზნით ოკუპირებულ აფხაზეთში რაიონთაშორისი საზოგადოებრივი ორგანიზაცია, ეროვნული ანტიკორუფციული კომიტეტი შეიქმნება.
ამის შესახებ კომიტეტის უკვე დანიშნულმა თავმჯდომარემ მუაედ კადიჟევმა განაცხადა.
მისი თქმით, აფხაზეთში კორუფცია ყვავის და მასთან ბრძოლა საზოგადოების მხრდაჭერის გარეშე შეუძლებელია.
,,ეფექტურად მომუშავე საზოგადოებრივი ორგანიზაციის როლი იმაში მდგომარეობს, რომ ხალხმა საკუთარი ძალა ირწმუნოს და მიხვდეს, მას შეუძლია ხელისუფლებას და სამართალდამცავ ორგანოებს სამართლიანობისკენ და კანონის დაცვისკენ მოუწოდოს.” - განაცხადა კადიჟევმა კომიტეტის შექმნის შესახებ საუბრისას.
ანტიკორიფციული კომიტეტის პრიორიტეტულ მიზნებს შორის ოკუპირებული აფხაზეთის შსს-ს, პროკურატურის, სახელმწიფო და მუნიციპალური ხელისუფლების წარმომადგენლების მონაწილეობით ,,მრგვალი მაგიდის” მოწყობა და კორუფციის მიზეზებსა და მასთან ბრძოლის გზებზე მსჯელობაა.
კადიჟევის განცხადებით, ოკუპირებული აფხაზეთის ანტიკორუფციული კომიტეტი შემდეგში სხვადასხვა უწყების მარეგულირებელ ორგანოებთან ითანამშრომლებს.