ოკუპირებული აფხაზეთი ქალაქ დონეცკის აეროპორტის აღდგენაში მონაწილეობას მიიღებს.
დონეცკის აეროპორტის აღდგენის გეგმასა და აფხაზების მიერ მათთვის დახმარების გაწევის სურვილის შესახებ, გაერო-ს სადამკვირვებლო კომისიას, დონეცკის სეპარატისტული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განუცხადა.
,,აფხაზეთის საავარიო-სამაშველო სამსახურები მზად არიან, დონეცკის სახალხო რესპუბლიკას საჭირო ინვენტარი მიაწოდონ და აეროპორტის ნანგრევებისგან დასუფთავებისა და მისი აღდგენის საკითხში კონსულტაციები გაუწიონ.“ - ნათქვამია აღმოსავლეთ უკრაინაში მოქმედი გაერო-ს სადამკვირვებლო მისიის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ ანგარიშში.