ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის ადმინისტრაციის ხელმზღვანელმა, თემურ ნადარაიამ გუშინ სოხუმში გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ აფახზეთის ხელისუფლება არა ქართული ენის, არამედ ქართული იდეოლოგიის წინააღმდეგ გამოდის. ამიტომ გალის რაიონის სკოლებში სწავლება აფხაზური პროგრამით უნდა განხორციელდეს.
ნადარაიას თქმით, გალის რაიონში არსებული 20 სკოლიდან 9-ში მოსწავლეები განათლებას აფხაზურ და რუსულ ენებზე იღებენ, 11 სკოლაში კი სწავლის პროცესი ქართული საგანმანათლებლო სისტემით და ქართული სახელმძღვანელოებით მიმდინარეობს.
,,ასეთი სკოლადამთავრებული ბავშვების 90 % სალაპარაკოდ მხოლოდ ქართულ ენას ფლობს. სკოლის დამთავრების შემდეგ მათი უმეტესობა აფხაზეთიდან მიდისდა სწავლას საქართველოს ქალაქებში განაგძრობს. ეს ხალხი აფხაზური სახელმწიფოსთვის დაკარგულია.
აქ დარჩენილებს კი მხოლოდ ქართული ენის ანაბარა ყოფნა ძალიან უჭირთ.
იმისათვის, რომ მათ აფხაზეთის დანარჩენ მოსახლეობასთან ნორმალური ურთიერთობა ჰქონდეთ, რუსული ან აფხაზური ენის ცოდნა აუცილებელია.” - განაცხადა ნადარაიამ.
ამავე დროს მან აღნიშნა, რომ მთავარი პრობლემა არის არა ის, თუ რომელ ენაზე ისწავლიან ბავშვები სკოლაში, არამედ ის, რომ აფხაზეთის ტერირორიაზე მცხოვრები მოსწავლეები იმ ,,მტრული იდეოლოგიით” იზრდებიან, რაც ქართულ სახელმძღვანელოებში არის მოცემული.
,,ჩვენ ქართული ენის წინააღმდეგნი არ ვართ, ჩვენ ვართ იმ იდეოლოგიის წინააღმდეგნი, რომელიც აფხაზეთის სახელმწიფოს არსებობას არ აღიარებს.” - აღნიშნა გალის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.
მიუხედავად ამისა, თემურ ნადარაია ამბობს, რომ ახლა სწავლებიდან ქართული სახელმძღვანელოების ამოღება უაზრობა იქნება, რადგან იმ მოსწავლეებს, რომელბიც უკვე მაღალ კლასებში არიან და ქართულის გარდა სხვა ენას ვერ ფლობენ, პირდაპირ რუსულ ან აფხაზურ ენაზე საწავლის გაგრძელება გაუჭირდებათ. ამიტომ ისინი სწავლას ისევ ქართულ ენაზე გააგრძელებენ და სკოლასაც ქართული წიგნებით დაამთავრებენ.
მომავალი სასწავლო წლიდან კი, გალის რაიონის სკოლების დაწყებით კლასებში სწავლება აფხაზურ და რუსულ ენებზე იწარმოებს.
,,ჩვენი მთავარი ამოცანაა, 2015 წლის 1 სექტემბრიდან გალის რაიონის დაბალი ზონის სოფლების სკოლები აფხაზეთის განათლების სამინისტროს მიერ დამტკიცებული სახელმძღვანელოებით მოვამარაგოთ.” - განაცხადა თემურ ნადარაიამ.