ოკუპირებული აფხაზეთის პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას განცხადებით, მომავალი ზაფხულისთვის მხარეში ტურისტების დიდ ნაკადს ელოდებიან, თუმცა მათ მისაღებად, აუცილებელია ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და აღდგენა.
ამის შესახებ მან გუშინ, გულირიფშის რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრისას ისაუბრა და აღნიშნა, რომ გულირიფშის რაიონში არსებული 9 სანატორიუმიდან ამჟამად არც ერთი არ მოქმედებს.
მოსახლეობასთან შეხვედრაზე ხაჯიმბამ კოდორის ხეობის საკითხიც დასვა და მის ტურისტულ პოტენციალზე გაამახვილა ყურადღება.
მისი თქმით, კოდორის ხეობა მომავალში პუპულარული ტურისტული ზონა უნდა გახდეს.
,,ჩვენი პარლამენტი ნაკრძალებისა და განსაკუთრებით დაცული ტერიტორიების საკითხების რეგულაციის კანონპროექტზე მუშაობს. ვფიქრობ, ამ კანონის მიღების შემდეგ უფრო საფუძვლიანად შეგვეძლება კოდორის ხეობის სტატუსის განსაზღვრა.
კიდევ ერთხელ გავიმეორებ, კოდორის ხეობა აფხაზეთის ერთ-ერთ ტურისტულ მარგალიტად უნდა იქცეს.” - განაცხადა ხაჯიმბამ.