ოკუპირებული აფხაზეთის პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა აცხადებს, რომ ,,უცხო ქვეყნის აგენტები” მის ქვეყანაში არ არიან.
ამის შესახებ მან ადიღეის რესპუბლიკაში ვიზიტისას ჟურნალიტებთან საუბარში აღნიშნა.
,,აფხაზეთში არ არსებობენ არასამტავრობო ორგანიზაციები, რომლებიც შეიძლება ,,უცხო ქვეყნის აგენტების” კატეგორიაში მოხვდნენ.” - განაცხადა ხაჯიმბამ მაიკოპში გამართულ იმპროვიზებულ პრეს-კონფერენციაზე.
ამ თემაზე საუბარი ერთ-ერთი ჟურნალისტის კითხვას მოჰყვა, რომელიც აფხაზეთის ტერიტორიაზე დასავლური ფონდების მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების კეთილსინდისიერებით დაინტერესდა.
ხაჯიმბამ ეს ინფორმაცია არ დაადასტურა და აღნიშნა, რომ სხვა ქვეყნებში არსებულ ვითარებასთან, სადაც უცხოური ფინანსების მხარდაჭერით არასამთავრობო ორგანიზაციები საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოვლენებზე ახდენენ გავლენას, პარალელის გავლება არ ღირს.
,,ყველა არასამთავრობო ორგნიზაციასთან ჩვენ ისეთ ირთიერთობას ვაყალიბებთ, რომ მათი ქმედებები მხოლოდ აფხაზეთის განვითარებისკენ და რუსეთთან კეთილმეზობლური თანამსრომლობისკენ არის მიმართული.” - განაცხადა მან.