ოკუპირებული აფხაზეთის მინისტრთა კაბინეტს ,,აფხაზეთის მოქალაქის” პასპორტის ახალი და ,,ბინადრობის უფლების” ბლანკების ნიმუშები წარუდგინეს.
როგორც აფხაზური მედიასაშუალებები იუწყებიან, დოკუმენტების ნიმუშებზე რუსული სახელმწიფო კომპანია ,,გოსზნაკი” მუშაობს.
ოკუპირებული აფხაზეთის მინისტრთა კაბინეტში შესაბამისი ორგანოებისთვის ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფის ისეთი საშუალებების პრეზენტაციაც მოეწყო, რომელიც პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემის პროცესში გამოიყენება.
გაეცვნენ, ასევე, საპასპორტო კონტროლის ახალი სისტემებსაც.
წარდგენილი ნიმუშები ოკუპირებული აფხაზეთის მთავრობის წევრებმა მოიწონეს.
ე. წ. პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის შამილ აძინბას განცახდებით, ახალი პასპორტები უფრო მაღალი ხარისხის იქნება.