რუსეთის პრეზიდენტი სამხრეთ ოსეთის არაღიარებული რესპუბლიკის ლიდერთან შეხვედრას გეგმავს.
კრემლის ინფორმაციით, პუტინი და თიბილოვი ერთმანეთს მოსკოვში 18 მარტს შეხვდებიან.
მხარეები ხელს მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შეთანხმებას მოაწერენ. კრემლის ლიდერი ჟურნალისტებს კვირაზე მეტია, აღარ უნახავთ, რის გამოც მედიაში მისი ავადმყოფობის შესახებ სხვადასხვა ვერსიები გავრცელდა, თუმცა დღეს პუტინი ტელეეკრანებზე გამოჩნდა. როგორც კრემლის პრეს-სამსახური იტყობინება, პრეზიდენტისა და უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარის შეხვედრის კადრები ნოვო-ოგორევოს რეზიდენციაში დღეს გაიმართა.