საერთაშორისო საზოგადოების პროტესტის მიუხედავად, ცხინვალის დეფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს დღეს კრემლში უმასპინძლებენ, სადაც ხელს ე.წ. " თანამშრომლობისა და ინტეგრაციის ხელშეკრულებას" მოაწერენ.
დღესვე, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდია დადეგმილი.
ოფიციალური თბილისის პოზიციით, მოსკოვში ხელმოწერის ცერემონია ჟენევის შეხვედრისთვის მძიმე ფონს ქმნის.