ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბესლან ბუთბა თანამდებობიდან მის გადაყენებასთან დაკავშირებულ ყველა კითხვაზე ჟურნალისტებს პასუხს დღეს, სპეციალურ პრეს-კონფერენციაზე გასცემს.
ბუთბას აფხაზ ჟურნალისტებთან შეხვედრა ოკუპირებული აფხაზეთის მასობრივი საინფორმაციო საშუალებების ასოციაციის ოფისში აქვს დაგეგმილი.
შეგახსენებთ, თანამდებობიდან მისი გადაყენების შესახებ ბრძანებას, სოხუმის რეჟიმის ხელმძღვანელმა რაულ ხაჯიმბამ ხელი გუშინ მოაწერა.
ჭორები იმის თაობაზე, რომ ბუთბა თანამდებობის დატოვებას აპირებდა, ადრეც ვრცელდებოდა.
,,აფხაზეთის ეკონომიკური განვითარების პარტიის” თავმჯდომარე ბესლან ბუთბა პრემიერ-მინისტრად ოკუპირებულ აფხაზეთში რაულ ხაჯიმბას გაპრეზიდენტების შემდეგ, 2014 წლის 29 სექტემბერს დაინიშნა.