ცხინვალში თათრეთის რესპუბლიკის მშენებლობის სამინისტროს მაღალჩინოსნის დავიდ კასაევის მანქანა ააფეთქეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაზიანებულა.
ამის შესახებ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება.
აფეთქება კვირა საღამოს ცხინვალში, ოსტროვსკის ქუჩაზე, კასაევის მიერ დაქირავებული სახლის წინ მოხდა.
სამართალდამცავების თქმით, ასაფეთქებელი მოწყობილობის ტიპი ჯერ-ჯერობით დადგენილი არ არის. შემთხვევის ადგილზე ოპერატიული სამსახურები მუშაობენ.
გამოძიებამ უკვე დაადგინა დანაშაულში ეჭვმიტანილების ვინაობა, თუმცა მათ შესახებ ცნობები ჯერ არ ხმაურდება.
ოსტროვსკის ქუჩა ცხინვალის ცენტრში მდებარეობს, სადაც მხოლოდ საცხოვრებელი სახლები დგას და რაიმე დაწესებულება არ არსებობს.