მოსკოვში რუსეთის და მის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონების, სამაჩაბლოსა და აფხაზეთის წარმომადგენლების ,,სამმხრივი შეხვედრა” შედგა, სადაც ,,მხარეებმა” ჟენევის დისკუსიების თემატიკაზე იმსჯელეს.
ძირითადად, მორიგი 31-ე რაუნდის დღის წესრიგი განიხილეს და როგორც ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია იუწყება, შეხვედრამ ,,კონსტრუქციულ და მეგობრულ” ატმოსფეროში ჩაიარა.
შეგახსენებთ, ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხებზე ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდი 17-18 მარტს გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციაც მიიღებს.