ოკუპირებული აფხაზეთის პრემიერ-მინისტრმა ბესლან ბუთბამ თანამდებობა დატოვა, რაულ ხაჯიმბამ მისი გათავისუფლების ბრძანებას ხელი დღეს მოაწერა.
ოკუპირებული აფხაზეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობას დროებით პირველი ვიცე-პრემიერი შამილ აძინბა შეასრულებს.
ბესლან ბუთბა ოკუპირებული აფხაზეთის პრემიერის პოსტზე 2014 წლის 29 სექტემბერს დაინიშნა.
მანამდე ის ე. წ. პარლამენტის დეპუტატი იყო. უფრო ადრე, 2009 წელს კი საპრეზიდენტო არჩევნებში იყრიდა კენჭს.
ბუთბა 2007 წლიდან აფხაზეთის ეკონომიკური განვითარების პარტიას ხელმძღვანელობს.